სამუშაოები მწვანე ტბაზე

05 აგვისტო 2017, 00:00 2449 ნახვა

ხულოში, მწვანე ტბის სარეკრეაციო ზონის კეთილმოწყობის  სამუშაოები განხორციელდება, ტერიტორიაზე დამონტაჟდება სველი წერტილები, მოწესრიგდება წყლის სისტემა და განთავსდება სანაგვე ურნები. 

სამუშაოებისთვის 11ათას  500 ლარი დაიხარჯება,პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. მიმდინარე წელს პროექტირების პროცესი დასრულდება შემდეგ კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში