“ქართული ხმების” საიუბილეო კონცერტი

05 აგვისტო 2017, 00:00 2478 ნახვა

 black sea arena-ზე დღეს ქართული ხმების საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტზე ანსამბლის 30 წლიან ისტორიას გააცოცხლებენ.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნატო მეტონიძე, დათო ევგენიძე, “თბილის ბიგ ბენდი”, გურიის შვიდკაცა. კონცერტის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია. დღეს მონაწილეებმა გენერალური რეპეტიცია გაიარეს. კონცერტი პროექტ “ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში  black sea aren- ას ორგანიზებით ტარდება. 

ამავე კატეგორიაში