ამერიკელი კონგრესმენები ვაზიანში

05 აგვისტო 2017, 00:00 2529 ნახვა

ამერიკელმა კონგრესმენებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვეს და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრეს. ვაზიანის სამხედრო აეროპორტში უცხოელი სტუმრები „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში მიმდინარე საპარაშუტე ხტომებს დაესწრნენ.

ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის საპარაშუტე ასეულისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების 50 სამხედრო მოსამსახურემ, საჰაერო აპარატიდან დესანტის გადმოსხმის ოპერაცია განახორციელა. დღესვე, ამერიკელმა კონგრესმენებმა საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის ადგილი მოინახულეს. პროექტი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. დელეგაციის წარმომადგენლები ვაზიანში, მეოთხე მექანიზებულ ბრიგადაშიც იმყოფებოდნენ.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში