ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში

05 აგვისტო 2017, 00:00 2279 ნახვა

კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საარჩევნო პერიოდში  მედიის წარმომადგენლებს  აკრედიტაციის გარდა შესაძლებლობა მიეცემათ მთელი წლის განმავლობაში  დაესწრონ და გააშუქონ საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომები  - ამ და სხვა სიახლეებს  აჭარისა და გურიის  საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს  ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის  ხელმძღვანელი აცნობს.

შეცვლილია კომისიების მუშაობის წესიც.  სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ ძველ და ახალ ნორმებს და ასევე კომისიის ხელმძღვანელები გაეცნობიან პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, თუ როგორ უნდა იმუშაონ საარჩევნო პერიოდში. კომისიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება და ის 9 აგვისტოს დასრულდება.

ამავე კატეგორიაში