ოკუპირებული ცხინვალი ე.წ საზღვარს კეტავს

07 აგვისტო 2017, 00:00 2287 ნახვა

დეფაქტო ცხინვალმა 3 დღით  საქართველოსთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. ,,სპუტნიკ ოსეთიას" ცნობით, გადაწყვეტილება 2008 წლის კონფლიქტის მემორიალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დეფაქტო ცხინვალმა მიიღო. 

ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრეს -სამსახურის ინფორმაციით, დეფაქტო რესპუბლიკაში კონფლიქტის მეცხრე წლისთავს აღნიშნავენ. ე.წ. გამშვები პუნქტები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას 9 აგვისტოს დილის  7 საათიდან დაიწყებს. 

ამავე კატეგორიაში