აუდიტის სამსახური მესამე სექტორს შეხვდება

07 აგვისტო 2017, 00:00 1972 ნახვა

თვითმმართველობის არჩევნების პროცესში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებზე საკონსულტაციო-საინფორმაციო კომისია დღეს შეხვედრას გამართავს.

მასში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები  ჩაერთვებიან. მხარეები  პოლიტიკური დაფინანსების რეგულაციების შესაძლო დარღვევის თაობაზე ინფორმაციას გაცვლიან, ასევე იმსჯელებენ პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების საკითხებზეც. 

ამავე კატეგორიაში