ახალი ობიექტების მშენებლობა

07 აგვისტო 2017, 00:00 2266 ნახვა

კურორტ „გოდერძზე“  4 ახალი სასტუმრო კომპლექსი აშენდება. ტურისტული ობიექტების მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა. სიმბოლური კაფსულა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ინვესტორებთან ერთად ჩაუშვა.

აშენდება 10,35,45 და 100 ნომრიანი სასტუმროები. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით დასაქმდება 500 ადგილობრივი.  მშენებლობები  2019-სა   და  2020 წელში დასრულდება. ჯამში ობიექტების მშენებლობისთვის 80 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კურორტ ,,გოდერძის” განვითარების გეგმის თანახმად კი სულ 200 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში