სონღულაშვილი : სააკაშვილს 11 წლით პატიმრობა ემუქრება

07 აგვისტო 2017, 00:00 1950 ნახვა

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის ოთხ საქმეზე 11 წლით პატიმრობა ემუქრება - განუცხადა უკრაინულ გამოცემა „ობოზრევატელს“ საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა. 

„ამჟამად საქართველოს მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სისხლის სამართლის ოთხ საქმეს აწარმოებს, რომელზე დასრულებულია გამოძიება და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.“ - აღნიშნა ნათია სონღულაშვილმა. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს დამნაშავედ სცნობს, მას 11 წლით პატიმრობა ემუქრება.

 

ამავე კატეგორიაში