სახალხო დამცველი განცხადება

08 აგვისტო 2017, 00:00 1762 ნახვა

სახალხო დამცველი, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ჩამოაყალიბოს კონფლიქტების ტრანსფორმაციის ერთიანი ხედვა და მიდგომა, რათა რეალურად განხორციელდეს საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოლიტიკა - ყველას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი იმ სიკეთეებზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს საკუთარ მოქალაქეებს. გავრცელებულ განცხადებაში  უჩა ნანუაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურობაზე საუბრობს.  

ომბუდსმენის განცხადებით,  გამყოფ ხაზზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, უკანონო დაკავებები და ბორდერიზაციით გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება.   განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხშირად ადგილი აქვს ამ პირთა განათლების, ჯანმრთელობის და სხვა უფლებების შელახვას.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მწვავე ჰუმანიტარული საკითხები პოლიტიზირების გარეშე გადაწყდეს და ადამიანის უფლებათა მიდგომის საფუძველზე გამოინახოს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.

ამავე კატეგორიაში