9 წელი აგვისტოს ომიდან

08 აგვისტო 2017, 00:00 2289 ნახვა

ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული მოვლენა - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან ცხრა წელი გავიდა. აგვისტოს ომში 169 მეომარი დაიღუპა, მათგან 16 ჯარისკაცი აჭარიდან იყო. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, რუსულ ინტერვენციას 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი ემსხვერპლა,  დაიჭრა ათას  747 ადამიანი. საკუთარი სახლები კი  იძულებით დატოვა 150 ათასამდე ადამიანმა.

ამავე კატეგორიაში