მთის კანონი-ახალშობილებზე დახმარების პროგრამა

09 ივნისი 2016, 00:00 4134 ნახვა

შუახევში, მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამით 25-მა ოჯახმა უკვე ისარგებლა. პროგრამის ფარგლებში მესამე ახალშობილის შეძენაზე 500, მეოთხეზე 700, მეხუთე და მომდევნო ბავშვზე კი 900 ლარით ეხმარებიან. პროგრამისთვის მიმდენარე წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 34 ათას 400 ლარია გამოყოფილი. წელს მაღალმთიანეთის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით პროგრამაში ცვლილებები შევიდა. პროგრამა პირველ და მეორე ახალშობილზე დახმარებას არ ითვალისწინებს.   

მარინე ტარიელაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში