აჭარის მთავრობის სხდომა

09 აგვისტო 2017, 00:00 2643 ნახვა

დღესვე მთავრობის სხდომაზე ზურაბ პატარაძემ რეგიონში მიმდინარე რამდენიმე პროექტი შეაჯამა. მათ შორის აჭარის მაღალმთიანეთის გაზიფიცირება და ელექტროფიკაცია. სასტუმროების მშენებლობა კურორტ ,,გოდერძზე”, ასევე ბეშუმისა და გოდერძის მიმართულებით 12 კილომეტრიანი გზის მოასფალტება_მთავრობის თავმჯდომარემ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება ქობულეთში. დღევანდელი გადაწყვეტილებით,  კომპანიებს “ბედეგი ბილდინგს” და “მეტრო ატლას ჯორჯიას “- ნასყიდობით გათვალისწინებული პირობები შეეცვალათ. “ბედეგი ბილდინგი” დამატებით ათას 128 კვადრატულ მეტრს მიწას საბაზრო ღირებულებებით შეიძენს და 150 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.  “მეტრო ატლას ჯორჯიას” კი შეუსრულებელი პირობების გამო არ დააჯარიმებენ, იმ პირობით თუ ნასყიდობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს სრულად შეასრულებს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში