უკრაინის საგარეო უწყების განცხადება

09 აგვისტო 2017, 00:00 2088 ნახვა

აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მასში აღნიშნულია, რომ უკრაინა ადასტურებს თავის პატივისცემას საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიალური მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის, როგორც აგრესორი სახელმწიფოს ქმედებებს.

უკრაინა  მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, საბოლოოდ გააცნობიეროს საფრთხის სრული სიღრმე, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად ემუქრება გლობალურ უსაფრთხოებას.  

ამავე კატეგორიაში