2012 წელს რეგისტრირებული საკუთრება სადავოა

09 აგვისტო 2017, 00:00 2549 ნახვა

გზა, რომლის მშენებლობაც არ დაიწყება, თუ სახელმწიფო მიწების გამოსყიდვის მიზნით, მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს არ დაასრულებს. საუბარია ხულო - ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, რომლის მშენებლობისთვისაც, 50-მდე ოჯახს უკვე გადაუხადეს დაახლოებით მილიონნახევარი ლარი.

ჯამში კომპენსაცია უნდა გაიცეს 600-მდე მიწის ნაკვეთის მეპატრონეზე. არიან ისეთები, რომლებსაც ტერიტორიები დარეგისტრირებული აქვთ, თუმცა გასხვისების და კომპენსაციის მიღების უფლების მოსაპოვებლად საჯარო რეესტრში დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოუწევთ, რაც დამატებით პროცედურებთან და დროსთანაა დაკავშირებული.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში