დაკავება საოკუპაციო ხაზთან

10 აგვისტო 2017, 00:00 2017 ნახვა

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამჯერად შემთხვევა ზუგდიდის რაიონის სოფელ ტყაიაში მოხდა.

სუს-ში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და უწყება მუშაობს დაკავებულის გასათავისუფლებლად. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსმა ოკუპანტებმა წალენჯიხის მცხოვრები, ახალგაზრდა მამაკაცი იმავე ბრალდებით დააკავეს.

ამავე კატეგორიაში