დაჭაობებული მდინარე პლაჟზე

11 აგვისტო 2017, 00:00 2362 ნახვა

ქობულეთში მეგობრობის ქუჩის მიმდებარე სანაპიროზე მდინარე კინტრიშის კალაპოტის დარღვევის გამო, წყალი პლაჟზეა შეჭრილი. კალაპოტი გაასწორხაზოვნეს თუმცა, შეჭრილი მდინარე დაგუბებულია და  ჭაობდება, რაც როგორც მწერების ასევე დაავადებების გაჩენის რისკს ზრდის.

ერთი თვის წინ ჩვენი გადამღები ჯგუფის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში გამგეობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას შეაკეთებდნენ და რამდენიმე დღეში გუბეს ამოავსებდნენ. თუმცა ამ დროისთვის სამუშაოების მხოლოდ ნაწილია შესრულებული. გამგეობაში სამუშაოების შეჩერების მიზეზად ისე ტექნიკის დაზიანებას  ასახელებენ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში