შინდისის გმირები

11 აგვისტო 2017, 00:00 60819 ნახვა

2008 წლის 11 აგვისტო- თარიღი რომელიც შინდისის გმირების ისტორიაზე გვიყვება. 9 წლის წინ, მსუბუქად შეიარაღებული 22 ქართველი ჯარისკაცი აგვისტოს ომის დროს  რუსულ  ბატალიონთან  არათანაბარ ბრძოლაში მოჰყვა. ქართველი მეომრები სოფელ შინდისთან მხოლოდ ავტომატებით ჩაებნენ ბრძოლაში, რასაც მხოლოდ 5 ქართველი ჯარისკაცი გადაურჩა. ოცეული ორმხრივ სროლაში რუს სამხედროებს წინააღმდეგობას საათზე მეტხანს უწევდა.

ქართველი მეომრების გმირული ბრძოლის გამო რუსმა კაპიტანმა გენერალიტეტიდან დახმარება მაშინ ორჯერ ითხოვა. ამავე შეტაკების ნაწილია ნათლიისაა და ნათლულის ისტორია. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი  ყუმბარით აიფეთქა. ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოეს. 

ამავე კატეგორიაში