“ღირსეული პარტნიორი -2017” დასრულდა

12 აგვისტო 2017, 00:00 2630 ნახვა

ღირსეული პარტნიორი 2017 დასრულდა. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე  წვრთნებს ქართველ სამხედროებთან ერთად უცხოელი სამხედროებიც გადიოდნენ. იმიტირებულ ბრძოლის ველზე ქართულ ჯავშან ტრანსპორტიორებთან ერთად ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა იყო განთავსებული. 

დღევანდელი სწავლების დასკვნით ნაწილს საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და ძალოვანი უწყების სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. გიორგი მარგველაშვილმა  „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის  მნიშვნელობაზე ისაუბრა და შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ღონისძიების  დასასრულს დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. მრავალეროვნულ სწავლებაში, რომელიც ორ კვირაზე მეტხანს მიმდინარეობდა დაახლოებით სამი ათასი ქართველი და უცხოელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა 

ამავე კატეგორიაში