ახალი საფარი

13 აგვისტო 2017, 00:00 2374 ნახვა

კირნათი- ჩხუტუნეთის მიმართულებით 3 კილომეტრისა და 400 მეტრი სიგრძის ახალი ასფალტის საფარი დაიგო. ამ ეტაპზე საავტომობილო გზის ჰორიზონტალური მონიშვნა მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტმა 490 ათასი ლარი დახარჯა.

ტურისტული ნაკადის გამო,  ადგილობრივები ასევე აჭარისწყლიდან- მაჭახლისწყლამდე არსებული გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას ითხოვენ. აღნიშნულ მონაკვეთზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო, დღეში ათობით მძიმე ტექნიკა გადაადგილდება. რაც ტურისტების დისკომფორტს იწვევს.  დეპარტამენტი აღნიშნული გზის რეაბილიტაციას მომავალ წელს გეგმავს.

ამავე კატეგორიაში