ვალერი მოქერიას საიუბილეო საღამო

14 აგვისტო 2017, 00:00 3495 ნახვა

ბათუმის საპატიო მოქალაქე, დიპლომატი ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე ვალერი მოქერია 70 წლის გახდა. საიუბილეო ღონისძიება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ანსამბლი და ინდივიდუალური შემსრულებელი მონაწილეობდნენ. ვალერი მოქერია ამჟამად ყაზახეთის საპატიო კონსულია ბათუმში.

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის მეგობრული და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხში შეტანილი წვლილისა და ქველმოქმედებისთვის საქართველოს პრეზიდენტმა  ღირსების ორდენით დააჯილდოვა. იგი იუბილარს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  გადასცა. აჭარის ვეტერან ქორეოგრაფთა კავშირმა კი ვალერი მოქერიას ცეკვის რაინდის წოდება მიანიჭა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში