გადაჭარბებული ხმაური იკრძალება

15 აგვისტო 2017, 00:00 4135 ნახვა

დღეიდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება. ღამის საათებში დასჯადი ხდება პიროტექნიკის ფოიერვერკის გამოყენებაც.

პიროტექნიკის გამოყენებისთვის ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება.  რეგულაციები ეხება საცხოვრებელ სახლებთან ახლოს განთავსებულ კაფე-ბარებისაც.  

დღისით  კაფე-ბარებში ხმაური 50, ღამით კი 40 დეციბალს არ უნდა აჭარბებდეს.  ხმაური არ იკრძალება ახალი წლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის სადღესასწაულო დღეებში. ხმაურს  საპატრულო პოლიცია  გააკონტროლებს.  2018 წლის 1-ლი აპრილიდან კი, ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა

ამავე კატეგორიაში