თხილი გაიაფდა

15 აგვისტო 2017, 00:00 4581 ნახვა

ქობულეთში თხილი გაიაფდა.  ფერმერები ამბობენ, რომ ფასი საშუალოდ 3,5  ლარი იყო,  უკვე ორი დღეა კი 2 ლარსა და 50 თეთრამდე დაეცა. ამასთან შემცირებულია თხილის მოსავლიანობაც.

მიმღებ პუნქტებში ამბობენ,  რომ ფასის დაცემა მოსავლის ხარისხმა განაპირობა, რადგან როგორც აღნიშნეს, თხილის 90 პროცენტი გაფუჭებულია. 

ამავე კატეგორიაში