უცნობი ტბები და ჩანჩქერები ხულოში

15 აგვისტო 2017, 00:00 5719 ნახვა

6 ტბა და ერთი ჩანჩქერი ბაკი-ბაკოში – თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელში ტურისტულად საინტერესო ობიექტები ვიზიტორებისთვის უცნობია. ტბების და ჩანჩქერის შესახებ, რომლებსაც ჯერ ოფიციალურად სახელებიც არ აქვს, მხოლოდ ადგილობრივებმა იციან.

არ არსებობს მისასვლელი გზები, მოსაწესრიგებელია საფეხმავლო ბილიკი. ხულოში სულ 6 ჩანჩქერია, არცერთი არაა დატანილი ტურისტულ რუკაზე. დაინტერესებულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, თუმცა ჯერ-ჯერობით ქმედითი არაფერია დაგეგმილი.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში