“ქართული ოცნების” შეთავაზება ოპოზიციას

16 აგვისტო 2017, 00:00 2337 ნახვა

ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე  მსჯელობის განახლებისთვის  მზადაა.  აცხადებენ, რომ  მათ დიალოგში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამთ, თუმცა რა შედეგს მოიტანს ეს დიალოგი უკვე  ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.  საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ისინი  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვენ.

მმართველმა გუნდმა ოპოზიციას საკონსტიტუციო პროექტის გარშემო დიალოგი გუშინ შესთავაზა.   “ქართული ოცნება”  ოპონენტებთან შეხვედრას და სადავო საკითხების განხილვას მიმდინარე კვირაში გეგმავს.  არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია სტრასბურგში შეხვედრამდე საკონსტიტუციო რეფორმის ყველა საკითხი კიდევ ერთხელ  განიხილონ.  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით  განხილვა საშემოდგომო  სესიაზეა  დაგეგმილი.   

ამავე კატეგორიაში