ლევან ჭელიძე ჯარიმის გაუქმებას ითხოვს

17 აგვისტო 2017, 00:00 2427 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ჯემალ ჭელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი და მისი შვილის მიმართ დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას თხოვს. ჭელიძის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ავტომობილით არასრულწლოვანმა შვილმა გადაიყვანა, რის გამოც პატრულმა დააჯარიმა. როგორც ამბობს, ასეთი შემთხვევა  რამდენჯერმე განმეორდა.

ჯარიმების გადახდა ოჯახმა ვერ შეძლო, რის გამოც ჯარიმა 20 ათას ლარზე მეტს შეადგენს. ჯარიმა გადაუხდელობის გამო ჯემალ ჭელიძის შვილს არა აქვს უფლება აიღოს მართვის მოწმობა. ჯემალ ჭელიძე ეტლით მოსარგებლეა. იგი ხულოს რაიონის სოფელ ტუნაძეებში ცხოვრობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  მინისტრს ან სხვა პირს კანონიერად დარიცხული ჯარიმების გაუქმების უფლება არა აქვს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში