საკრებულოს სხდომა

18 აგვისტო 2017, 00:00 2645 ნახვა

ცვლილება ქობულეთში მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში. საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 2017 წლის პროექტებისგან დარჩენილი ეკონომიებით რომელიც 2 მილიონ ნახევარ ლარს შეადგენს, 26 ღონისძიება დაფინანსდება.

დაიგეგმა  საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები ასევე რამდენიმე წყალსადენის მოწყობა. ეკონომიების ხარჯზე  სოფელ წყავროკაში ახალი საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს, რამდენიმე სოფელში კი  სპორტული მოედნები გარემონტდება. ოპოზიცია ბიუჯეტის ცვლილებას მოახლეობულ არჩევნებს უკავშირებს. მათი ნაწილი დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. ბოიკოტის მიზეზი სხდომაზე გამგებლის გამოუცხადებლობა გახდა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში