ბათუმში გაზგასამართ სადგურში აფეთქების ფაქტზე საგამოძიებო პროცესი გრძელდება

19 აგვისტო 2017, 00:00 2524 ნახვა

ვის ეკისრება მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით გამოძიების მიმდინარეობის დასრულებამდე  საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვერ საუბრობენ. საქმე 240-ე პრიმა მუხლითაა აღძრული, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევა  ბათუმში სამი დღის წინ მოხდა.  აფეთქების შედეგად დაინგრა და დაიწვა ობიექტის ახლოს მდებარე 4 საცხოვრებელი სახლი, რამდენიმეს დაუზიანდა  ფასადი, ასევე დაიწვა სამი ავტომობილი. როგორც ცნობილია  ობიექტი დაახლოებით ორი წელია ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა. აჭარის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მსგავს ობიექტებზე მთავრობა კონტროლს გაამკაცრებს.

ამავე კატეგორიაში