თანხა ახალი ტექნიკის შესაძენად

19 აგვისტო 2017, 00:00 2705 ნახვა

ქედის საკრებულოს გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტი მაღალი გამავლობის ნაგავმზიდს შეიძენს, რომლისთვისაც თანხა რეგიონის ბიუჯეტიდან გამოიყო.

აქამდე არსებულ ტექნიკას ნარჩენები მუნიციპალიტეტიდან თვეში ოცჯერ გაჰქონდა, რაც არასაკმარისი იყო. კომუნალსერვისის დირექტორის, მალხაზ სურმანიძის, ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქედის მუნიციპალიტეტის 64-ივე სოფელში 270 ნაგვის ურნაა განთავსებული და დამატებით 60 ურნის შეძენა იგეგმება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში