რა პრობლემებია ქედის ისტორიულ მუზეუმში

20 აგვისტო 2017, 00:00 2471 ნახვა

გასულ წელთან ქედის ისტორიულ მუზეუმში ვიზიტორთა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. მუზეუმს ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს, დაზიანებულია იატაკი და განათების სისტემა. მცირეა ექსპონატებისთვის განკუთვნილი ფართობი, თუმცა მიუხედავად ამისა ვიზიტორების სიმცირეს არ უჩივის. დამთვარიელებელთა  შორის არიან უცხოელი ტურისტები, უკრაინელები, რუსები და თურქები.

ქედის მუნიციპალიტეტი მუზეუმის ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადატანას მომავალ წელს გეგმავს. განიხილება ორი ალტერნატიული ტერიტორია, მათ შორისაა მახუნცეთი. ქედაში მუზეუმი 17 წელია რაც არსებობს. ექსპონატების რაოდენობამ გახსნიდან დღემდე 5 ათასს მიაღწია.

ამავე კატეგორიაში