ცვლილება ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტში

21 აგვისტო 2017, 00:00 2329 ნახვა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღი ხვალ გახდება ცნობილი. 2 თვით ადრე, ბათუმის ბიუჯეტი თითქმის 3 მილიონი  ლარით გაიზარდა. აქედან თანხის უმეტესი ნაწილი ქალაქის მთავრობას რეგიონის მთავრობამ გადასცა, ფული ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

ქალაქის ბიუჯეტი გაიზარდა შემოსულობების ხარჯზეც, 200 ათასი ლარი კი ტრანსფერის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაემატა. რაში დახარჯავს მერია ფულს? გაზრდილი ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი “მის საქართველოს” მოხმარდება. ქალაქის თვითმმართველობის უმრავლესობამ წელს მესამედ დაუჭირა მხარი მსგავსი კონკურსის ორგანიზებას, აქამდე 91 ათასი ლარი მოდის კვირეულის და “მის და მისტერ პლანეტის” გამოვლენას მოხმარდა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში