''შუახევჰესის" მშენებლობა-ანგარიში

08 აპრილი 2016, 00:00 3806 ნახვა

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს  და ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს  პროექტ   შუახევჰესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, კომპანია “აჭარისწყალი  ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა გააცნო.  რონი სოლბერგმა განაცხადა,  რომ  სამუშაობის 75 პროცენტი შესრულებულია და ჰესის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. მინისტრებმა პროექტი ყველაზე სწრაფად განხორციელებად ინვესტიციად შეაფასეს.  ინდურმა   „ტატა ჯგუფმა“  და ნორვეგიულმა „ქლინ ენერჯიმ“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის  418 მილიონი დოლარის ინევესტიცია განახორცილეს,  შედეგად ენერგოობიექტი  187 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ყოველწლიურად ბიუჯეტის სასარგებლოდ კომპანია მილიონობით ლარს შეიტანს.

ამავე კატეგორიაში