ხელნათეკეთების ნივთების გამოფენა

22 აგვისტო 2017, 00:00 2139 ნახვა

ბულვარში, ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარებისა და საკრავი ინსტრუმენტების გამოფენა გაყიდვა გაიხსნება. „აჭარის რეგიონში ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში საკუთარ ნაშრომებს აჭარის ყველა რაიონის 25 ხელოვანი წარმოადგენს.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება ახალი კოლექციები: ხის ნივთები, ნაქარგები, ხალიჩა-ფარდაგები და ორიგინალური სამკაულები. პროგრამა უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და მომავალი თაობებისათვის გადაცემას ემსახურება. მოქალაქეებს ნიმუშების დათვალიერება საზაფხულო თეატრის მიმდებარედ დღეს 6 საათზე შეეძლებათ. გამოფენა 5 დღე  გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში