თვითაღიარებული აფხაზეთი რკინიგზის აღდგენით არის დაინტერესებული

10 ივნისი 2016, 00:00 3723 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაშია დაინტერესებული, - ამის შესახებ, ოკუპირებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. არტურ მიქვაბიამ რკინიგზის გახსნის შეფერხებაში ქართული მხარე დაადანაშაულა. "ამ პროექტით დაინტერესებული ვართ. ვფიქრობ, ეკონომიკური თვალსაზრისით ის მომგებიანია. მაგრამ ამას ეწინააღმდეგება საქართველო, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენთან შეთანხმებას არ დადებს. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ საქართველოს შემადგენლობაში უნდა ვიყოთ, საკითხი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს". მოსკოვში არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ რუსეთის ხელისუფლება აღნიშნული რკინიგზის აღდგენის მომხრეა. 

ამავე კატეგორიაში