პრეზიდენტის განკარგულება

23 აგვისტო 2017, 00:00 1900 ნახვა

ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის შედეგად გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები და ტექნიკა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბრიგადა;საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა.ე ს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ამავე კატეგორიაში