გიორგი მღებრიშვილის განცხადება

23 აგვისტო 2017, 00:00 1921 ნახვა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობი სამუშაოები  მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. დღეს სამუშაოებს აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ გამოგზავნილი ტექნიკური საშუალებები შემოუერთდნენ. ამ დროისთვის ადგილზე სულ 6 ვერტმფრენი მუშაობს:

„შემოგვიერთდნენ  ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები, თავისი ტექნიკით. 11 ერთეული ტექნიკა არის აზერბაიჯანის მხრიდან  ჩამოყვანილი,  სომეხმა კოლეგებმა ჩამოიყვანეს 8 ერთეული ტექნიკა, აქედან 4 მაღალი გამავლობის მანქანებია, რომლებსაც ტყეში მუშაობის პრობლემა არ აქვთ. ასე, რომ იმედიანად ვართ, მე როგორც პოლიციელი არაფერს არ გამოვრიცხავ და ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

ამავე კატეგორიაში