საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება

23 აგვისტო 2017, 00:00 1936 ნახვა

გუშინ, დაახლოებით ღამის 5 სთ-ზე ატენის ხეობაშიც გაჩნდა ხანძარი. ხანძრის ჩასაქრობ სამუშაოებში სამხედრო პირები მონაწილეობდნენ. ადგილზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა:

„ჩვენ, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით და გვაქვს კონკრეტული შედეგი, კერძოდ შევძელით ცეცხლის ლიკვიდაცია. ამ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ  ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, თუმცა პრევენციის მიზნით ჩვენ ვტოვებთ ჩვენს ოცეულს, რომელიც ორი დღის განმავლობაში ტყის მასივში განახორციელებს პატრულირებას და მონიტორინგს. ასე რომ შედეგი მიღწეულია.“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ამავე კატეგორიაში