სალიკვიდაციო სამუშაოები

23 აგვისტო 2017, 00:00 2227 ნახვა

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარება კიდევ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ შესთავაზა.  აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და ბელორუსის გარდა, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მონაწილეობენ, ქართული მხარის დასახმარებლად მზად არის გერმანია, რუმინეთი და საბერძნეთი აცხადებს.

ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ცეცხლს  6-ი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ებრძვის. აქედან ორი ქართული, ორი თურქული ერთი აზერბაიჯანული, და ერთიც ბელარუსიდან გამოგზავნილი ვერტმფრენია. სამაშველო სამსახურში ჩართულია მეხანძრე მაშველები და სატყეო სამსახურის წარმომადგენლებიც. 

ამავე კატეგორიაში