ინციდენტი ბათუმში

23 აგვისტო 2017, 00:00 2775 ნახვა

კობალაძის 11 ნომერში, საცხოვრებელ ბინაში,  ღუმელში დაგროვებული გაზის აალების შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის უკვე გაწერეს რესპუბლიკური საავადმყოფოდან, მას მსუბუქი სახის დამწვრობა აქვს.  როგორც, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა გვითხრა, შემთხვევის შედეგად  2 ადამიანი დაშავდა.

ერთს  პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო მეორე  დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  გაზის აალების დროს გამოწვეული ხმაურის გამო მეზობლებმა სახანძრო და სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს თუმცა მათი დახმარება საჭირო აღარ გახდა .

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში