ჯგუფური ძალადობის ფაქტი

24 აგვისტო 2017, 00:00 1874 ნახვა

გაჩიანის სოფელ ყარაჯალაში ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის ძმა დანაშაულის შესახებ დეტალებს ყვება. როგორც ამბობს, თვითმხილველებმა უთხრეს, რომ მის ძმას რიგ-რიგობით 15 კაცი სცემდა და აწამებდა, 200-მდე თანასოფლელი კი იდგა და  ყველაფერს ტელეფონებით ფოტოებსა და ვიდეოს იღებდნენ.

22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში ეჭვიანობის ნიადაგზე 42 წლის მამაკაცს, 15-ზე მეტი მამაკაცი სასტიკად გაუსწორდა. ის ჯერ სცემეს,შემდეგ კი გააუპატიურეს. მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 144-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ოთხი პირი. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ამავე კატეგორიაში