რუსეთი ტურისტებს აფრთხილებს

24 აგვისტო 2017, 00:00 2411 ნახვა

როსტურიზმი" რუს ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს. ”როსტურიზმის” ხელმძღვანელი ოლეგ საფონოვი რუს ტურისტებს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებული "რისკებისა და საფრთხეების შესახებ" აფრთხილებს. 

როგორც РИА Новости წერს, მანამდე ასტრახანის ოლქის სათათბიროს თავმჯდომარე იგორ მარტინოვმა განაცხადა, რომ საავტომობილო საზღვრის კვეთისას ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში შესვლაზე მას და მის ოჯახს ყოველგვარი განმარტების გარეშე უთხრეს უარი. მარტინოვის პრესმდივნის თქმით, ეს აკრძალვა შესაძლოა უკავშირდებოდეს მარტინოვის საქმიანობას, რომელიც წარსულში ფედერაციის საბჭოს სენატორის პოსტს იკავებდა და რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციაზე მუშაობდა.

ამავე კატეგორიაში