სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

09 აპრილი 2016, 00:00 3512 ნახვა

„9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 27 წელი გავიდა. ამავე დროს ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ერთიანობის დღეა. პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირეს. სწორედ ასეთი გმირების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა. ჩვენი ვალია გვახსოვდეს მათი წვლილი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიღწეული იქნეს მთავარი მიზანი - აღდგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა,“-განაცხადა კახა კახიშვილმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მიაგო.

ამავე კატეგორიაში