შეუცვალა თუ არა მერიამ ქუჩას სახელი უნებართვოდ?

25 აგვისტო 2017, 00:00 4171 ნახვა

ფრაქცია „ერთიანი ნაციონლური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმში ნურეთინ ჩარქმილის ქუჩას სახელი საკრებულოს გადაწყვეტილების გარეშე გადაერქვა, რაც კანონდარღვევაა. გიორგი კირთაძის თქმით, რუსთაველისა და შერიფ ხიმაშიაშვილის კვეთაში არსებულ ქუჩას ახლა ქართველი ჯარისკაცის სახლი ჰქვია, რაც მხოლოდ  საკრებულოს პრეროგატივაა.

ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული ქუჩის სახელის გადარქმევის მოთხოვნით   შემოსული იყო  მოქალაქეთა პეტიცია, რომელიც მალევე გაითხოვეს და შესაბამისად ამ საკითხზე არ უმსჯელიათ. ნინო ბერაძე ფიქრობს, რომ ქუჩის დასახელების აბრა შესაძლოა ამავე პეტიციის ხელმომწერებს გაეკრათ. უმრავლესობაში კი ფაქტს, გამორიცხავენ.  თვითმმართველობაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ ქუჩისთვის სახელი მათ არ შეუცვლიათ და აბრას ზედამხედველობის სამსახური ჩამოხსნის.

ამავე კატეგორიაში