ქობულეთში ''ნაციონალური  მოძრაობა'' გამგეობას აკრიტიკებს

25 აგვისტო 2017, 00:00 2231 ნახვა

ნაციოანლური მოძრაობის წევრები უკმაყოფილეობი არიან ქობულეთშიც. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიცია გამგეობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მერაბ ცინცაბაძე აცხადებს,  რომ  მიუსაფარი ცხოველების  გაუვნებელყოფისთვის,  ბიუჯეტში  თანხები  გამოყოფოლია, თუმცა  უწყება ქალაქიდან დაავადებული ცხოველების გაყვანაზე არ ზრუნავს.  

საფრთხეებზე საუბრობენ ადგილობრივებიც. ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ გამგეობაში, და ირწმუნებიან,  რომ  ტერიტორიებს თვეში რამდენჯერმე ამოწმებენ. მათივე თქმით, მიმდინარე წელს ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ  533  მიუსაფარი  ცხოველი აიყვანა.

ამავე კატეგორიაში