54 ათასი ლარით გაიზარდა ქობულეთის გამგეობის სარეზერვო ფონდი

26 აგვისტო 2017, 00:00 1996 ნახვა

54 ათასი ლარით გაიზარდა ქობულეთის  გამგეობის სარეზერვო ფონდი, ცვლილება   გასულ კვირას ბიუჯეტის კორექტირებისას განხორციელდა. 2017 წელს ქობულეთის სარეზერვო ფონდი  150 ათას ლარს შეადგენდა, რომლიდანაც 145 ათასამდე ლარი უკვე დაიხარჯა.

უწყებაში აცხადებენ, რომ  აღნიშნული თანხები  ძირითადად დიდთოვლობისა და ქარის დროს  გამოწვეულ დაზიანებებზე დაიხარჯა. ასევე  თანხა  სტიქიების დროს ოჯახების  დროებით საცხოვრებლებში ქირით გადაყვანასაც მოხმარდა. 

ამავე კატეგორიაში