დაზიანებული კორპუსი

26 აგვისტო 2017, 00:00 2061 ნახვა

დაბა ოჩხამურში 18 აპრილს  ძლიერი ქარის გამო დაზიანებული  საცხოვრებელი კორპუსი ამ დრომდე   არ შეკეთებულა,  სახლს  დაზიანებული აქვს ფასადი და სახურავი, რის გამოც შენობაში  წვიმის დროს წყალი შედის, 2 ოჯახი  თავს ახლობლებთან აფარებს.

ქობულეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ კორპუსი  რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, რის გამოც ბიუჯეტის ცვლილებისას  120 ათასი ლარი  ქეთევან წამებულის ქუჩის პირველ ნომერში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გამოიყო. ორსართულიანი შენობა 8 ოჯახზეა  გათვლილი, მშენებლობისას კი  მცხოვრებლები გამგეობამ ქირით  დროებით საცხოვრებელში უნდა გაიყვანოს.

ამავე კატეგორიაში