თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ამოცანის წამატებით შესრულება მიულოცა

26 აგვისტო 2017, 00:00 1836 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ბორჯომის ხეობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილე სამხედროებს ამოცანის წარმატებით შესრულება მიულოცეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, 1200 სამხედრო მოსამსახურის ნაცვლად ბორჯომის ხეობაში ერთი ასეული დარჩება. სამხედროები სრულ კოორდინაციაში იქნებიან სხვა უწყებებთან და დამუშავებული ტერიტორიების მონიტორინგსა და პატრულირებას განახორციელებენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში