დაზიანებული სახურავი

27 აგვისტო 2017, 00:00 3311 ნახვა

მიქელაძეების ოჯახი ქედის გამგეობისგან დახმარებას ითხოვს. მათ საცხოვრებელს სახურავი დაზიანებული აქვს, რის გამოც წვიმის დროს წყალი ჩამოდის. მიქელაძეებმა გამგეობისგან სახურავი გასულ წელს მიიღეს თუმცა, როგორც ისინი ამბობენ მეორადი და გამოუსადეგარი იყო. 

ქედის გამგეობაში კი ამბობენ, რომ კომისია შემოსულ თითოეულ განაცხადს სწავლობს და იმ ოჯახებს ეხმარება, რომლის სახურავიც უფრო მეტადაა დაზიანებული. ქედის გამგებლის მოადგილის გურამ ბერიძის ინფორმაციით, მსგავსი მოთხოვნით 240 განცხადებაა შესული. მუნიციპალიტეტს თუნუქის სახურავის შეძენისათვის  27 ათას 500 ლარი აქვს გამოყოფილი, რომლითაც დაახლოებით 25 ოჯახის დახმარებას შეძლებს.  

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში