ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი გოჩა გუგუნავა იქნება

28 აგვისტო 2017, 00:00 3340 ნახვა

ბათუმის მერობის კიდევ ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი გოჩა გუგუნავა იქნება. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

„ჩემო მეგობრებო მე გადავწყვიტე 2017 წლის 21 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობა მივიღო, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი ქალაქ ბათუმის მერის პოსტზე!!! მე ვუსურვებ ყველა კანდიდატს წარმატებას!!!“ - წერს facebook საკუთარ გვერდზე გოჩა გუგუნავა. ის ერთხელ უკვე იყო ბათუმის მერობის კანდიდატი.

გოჩა გუგუნავა 2014 წელს, პარტია „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა“ სახელით იყრიდა კენჭს. არჩევნებში  მას 1510000 ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა. გოჩა გუგუნავა პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა.

ამავე კატეგორიაში