ხანძარი ახალციხეში

29 აგვისტო 2017, 00:00 2141 ნახვა

ახალციხის რაიონის სოფელ სვირში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო. ხანძრის ლოკალიზებაზე შსს-ს სასაზღვრო პოლიცის ერთი ვერტმფრენი მუშაობს. მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით,ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების ჩართვა ამ ეტაპზე საჭირო არ არის.ტერიტორიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განმარტებით,  რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. სოფელ სვირში ხანძარი გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

ამავე კატეგორიაში