ბათუმობის დღესასწაული

29 აგვისტო 2017, 00:00 2499 ნახვა

“ბათუმობის” ღონისძიებებს ორგანიზებას გაუწევს კომპანია, რომელსაც  გამოცდილების გრაფაში მითითებული აქვს რომ 2017 წლის პირველ  ივლისს “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა მოაწყო, ასევე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მმართველი გუნდის სხვადასხვა ღონისძიებას გაუწია ორგანიზება. რაც შეეხება “ბათუმობას,” “ფავორიტი ედვერთისმენთმა” კულტურის ცენტრის ტენდერში გაიმარჯვა. მას ბათუმის მერია 180 ათას ლარს გადაუხდის.

აღნიშნული კომპანია 2015 წელს შესყიდვების სამსახურის შავ სიაში მოხვდა, როგორც იურისტი გვეუბნება მაშინ გარკვეული მიზეზით შესრულების ვადა დაირღვა, თუმცა სამუშაოები დაასრულეს და დისკვალიფიკაციაც გაასაჩივრეს.   “ბათუმობა” 2-3 სექტემბერს გაიმართება. იგეგმება მსვლელობის მოწყობა, გამოფენები, მუსიკალური ბენდების კონცერტები, ინსტალაციები, საბავშვო გასართობი პროგრამები და ბოლოს გალა კონცერტი ევროპის მოედანზე. ეპიცენტრი მემედ აბაშიძის ქუჩა იქნება. ქუჩის მორთვის ძირითადი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში